Saturday 10 February 2024

საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლა უმნიშვნელოვანესია მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის, მისი ღირებულებითი სისტემის ფორმირებისთვის. ამ  საგნების შესწავლის გზით მოსწავლე შეიმეცნებს ოჯახზე, უშუალო გარემოსა და სამშობლოზე ზრუნვის აუცილებლობას; ადამიანის სიცოცხლის, ღირსებისა და უფლებების პატივისცემას; მოქალაქეობრივ სიმამაცეს, თანასწორობასა და შემწყნარებლობას.

 ცოდნის გავრცელების, განათლებისა და აღზრდის პროცესში წიგნი შეუცვლელია. მისი ძალა და ზეგავლენა უდიდესია.  წიგნს შეუძლია გამოიწვიოს მოზარდის სულიერი ზრდა და სამყაროში საკუთარი ადგილის პოვნასა და მის დამკვიდრებაში ხელშეწყობა. თუმცა, ისიც სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს მოსწავლეთა დიდ ნაწილს წიგნის კითხვა არ უყვარს.  ეს მომენტი ანომალიაა  უზარმაზარი ლიტერატურული მემკვიდრეობის და ტრადიციების მქონე ქვეყანაში.

მაშ, როგორ დავაინტერესოთ ბავშვები?  როგორ მოვიზიდოთ და დავსვათ წიგნთან? ...

მოსწავლეთა წიგნიერების, მაღალი ღირებულებების ჩამოყალიბების, პიროვნული ზრდისთვის, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობის, დაფასების და შენარჩუნებისათვის შეიქმნა პროექტი: 

"გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!" 







საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლა უმნიშვნელოვანესია მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის, მისი ღირებულებითი სისტემის ფორმირებისთვის. ამ ...