"ვუმკურნალოთ წიგნებს"

2023 წ. ნოემბერში სკოლის ბიბლიოთეკისა და ისტორიის კლუბის თანამშრომლობით ცატარდა პირველი აქტივობა.

აქცია - "ვუმკურნალოთ წიგნებს"

აქციის მიზანი იყო მოსწავლეთა მხრიდან ზრუნვის გამოჩენა დაზიანებული წიგნების მიმართ. 

მოსწავლეთა თანაბარი ცართულობით მოეწყო ბიბლიოთეკის წიგნების გაწმენდა, დახარისხება, დაზიანებული წიგნების შეკეთება. მასში მონაწილეობდნენ 7-11 კლასების მოსწავლეები. აქციამ ინტერესი და ხალისი გამოიწვია.  ისტორიის კლუბის ლიდერის და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის რჩევებით ბავშვები ჭრიდნენ, აწებებდნენ, ასუფთავებდნენ და ალაგებდნენ წიგნებს თაროებზე. პროცესი აქტიურად წარიმართა დაახლოებით 1:30 სთ განმავლობაში. ასევე აქტიურად პოზირებდნენ ფოტოსესიაზე და თავს იწონებდნენ საკუთარი ნახელავის, შეკეთებული წიგნების პრეზენტირებით. 

აქცია დასრულდა მოსწავლეთა შთაბეჭდილებების მოკლე ცანაწერებით, სადაც ისინი გადმოსცემდნენ - რა კონკრეტული ცოდნა მიიღეს.  რა გაიგეს პირველად. როგორ სასიამოვნოდ გაატარეს დღე. რამდენი რამ შეიტყვეს წიგნების მოვლაზე და ა.შ.






No comments:

Post a Comment

საზოგადოებრივი მეცნიერებების შესწავლა უმნიშვნელოვანესია მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის, მისი ღირებულებითი სისტემის ფორმირებისთვის. ამ ...